“ასეთ დღეში მუშაობენ ფუტკრებივით ბიჭები, უხმოდ… გმირულად!“ - მაშველის ემოციური ვიდეო შოვიდან, რომელიც ადამიანების ძებნას მარტო აგრძელებს
“ესეთ დღეში მუშაობენ ფუტკრებივით ბიჭები, უხმოდ… გმირულად! უკვე 4 დღე მთავრდება… ფიზიკურის გარდა რამხელა მორალური და მენტალური სტრესია ამ ჯოჯოხეთში აღმოჩენილი გარდაცვლილი ადამიანების ნახვა, მითუმეტეს როცა იცი იქ სადღაც იქვე მათი ოჯახის წევრები სასწაულის იმედზე არიან მაინც და შენ ამ დროს ცხედარი უნდა მიიყვანო.
ამ ბიჭებს ადვილად ვერ ჩაანაცვლებს ვერავინ, ამ ჩვენს ბიჭებს მოფრთხილება ჭირდება! ამ ბიჭების მხრებზეა უამრავი გადარჩენილი ადამიანი, ეს ბიჭები არიან გმირები და მათ უნდა იცნობდეს მთელი ქვეყანა და არა მარტო სოციალური მედიიდან! ეს ჩვენი ტატოა - ჩემი ოჯახის წევრი და ერეკლეს ნათლია, გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ დაიწყო ყველაფერი ნოლიდან 2009-ში , ახლა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მყვინთავი, მაშველი და უდიდესი საგანძურია ჩემი აზრით!
გამძლეობა და სიმხნევე ტატოს, მის ბიჭებს და საძმოს ამ და ყველა მძიმე გამოწვევაში ყოველთვის! საშინელელება და უბედურება მოხდა და დაგვატყდა თავს! გამძლეობა ყველა დაზარალებულ ოჯახს და მთელს ჩვენს ქვეყანას“- ავრცელებს ბექა გოლეთიანი.