loader

"ესაა ჩემი სიმამრი, სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, თუმცა ამ დრომდე არავის კრინტი არ დაგიძრავთ; ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია?" - რას წერს მოქალაქე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ესაა ჩემი სიმამრი, სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, თუმცა ამ დრომდე არავის კრინტი არ დაგიძრავთ; ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია?" - რას წერს მოქალაქე?

3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ის დროს და­კარ­გულ 20-ზე მეტ ადა­მი­ანს მაშ­ვე­ლე­ბი დღემ­დე ეძე­ბენ. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოვ­ში მომ­ხდა­რი მე­წყე­რის დროს ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­პოვ­ნია 19 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. და­კარ­გუ­ლებს შო­რის არის სო­ფელ გლო­ლის მკვიდ­რი გე­ნა­დი სულ­თა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის დროს კო­ტე­ჯე­ბის სი­ახ­ლო­ვეს იმ­ყო­ფე­ბო­და... და­კარ­გუ­ლის სიძე მა­მუ­კა ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მისი ცო­ცხლად პოვ­ნის იმე­დი და­კარ­გეს.

მა­მუ­კა ცერ­ცვა­ძე:

"ეს არის ჩემი სი­მამ­რი გე­ნა­დი (გენო) სულ­თა­ნიშ­ვი­ლი, სო­ფელ გლო­ლის მკვიდ­რი. უშუ­ა­ლოდ სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მოყ­ვა ე.წ კო­ტე­ჯე­ბის ად­გი­ლას. ამ ადა­მი­ან­ზე არა­ვინ არა­ფერს არ წერთ! მი­თუ­მე­ტეს ყვე­ლა რაჭ­ველ­მა, ფოლკ­ლო­რის მოყ­ვა­რულ­მა იცის ეს პი­როვ­ნე­ბა, მაგ­რამ არა­ვის კრინ­ტი არ და­გიძ­რავთ!

ბა­ტო­ნი გე­ნა­დი არის ან­სამ­ბლ "ბუ­ბას" წევ­რი. უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი! ნუთუ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებს გვაკ­ლია მისი ღი­მი­ლი და კა­ცო­ბა-ადა­მი­ა­ნო­ბა? აქამ­დე არ ვწერ­დი, იმე­დი მქონ­და ვინ­მე კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს ან უბ­რა­ლოდ ვინ­მე რაჭ­ველს გა­ახ­სენ­დე­ბო­და გენო ბა­ბუა! ახ­ლაც იმი­ტომ ვპოს­ტავ, რომ მისი ცო­ცხლად პოვ­ნის შან­სი ამოგ­ვე­წუ­რა ოჯახს! კო­ტე­ჯე­ბის სა­სა­დი­ლოს შეფ-მზა­რე­უ­ლი იყო!"