loader

"ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები ვიპოვეთ, ვპოულობთ პირად ნივთებს" - თემურ მღებრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები ვიპოვეთ, ვპოულობთ პირად ნივთებს" - თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ.

„ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ, იყო ის, რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ორი მიმართულებით გზები თითქმის უკვე დასრულებულია.