loader

"ვერასდროს ვერავის ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერასდროს ვერავის ვაპატიებ სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს…" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი?

შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა მუ­სი­კო­სი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.

"მე ვე­რას­დროს ვე­რა­ვის ვერ ვა­პა­ტი­ებ სტი­ქი­ის პირ­ველ ღა­მეს უმოქ­მე­დო­ბას და გა­რიჟ­რა­ჟის ლო­დინს…

არა­ნა­ი­რი ძალა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ გა­მაჩ­ნია, პა­სუ­ხი ვა­გე­ბი­ნო ამა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რებს, მაგ­რამ იმის უფ­ლე­ბას ვი­ტო­ვებ, შე­უ­რი­გე­ბე­ლი დავ­რჩე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ყვე­ლა ჩი­ნო­ს­ნის მი­მართ, ვინც რამ­დე­ნი­მე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ა­თი და­ა­კარ­გვი­ნა მე­წყე­რის მსხვერ­პლებს მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად!

არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, დი­ლე­ტან­ტუ­რი და პრო­ვინ­ცი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის, გა­უ­აზ­რებ­ლო­ბის, უსა­ფუძ­ვლო ამ­ბი­ცი­უ­რო­ბის და ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გამო გვაქვს ეს ტრა­გი­კუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ა­ტყდა ჩემს რა­ჭას და მის მკვიდ­რებს თუ მას­პინ­ძლებს!

ამას­თა­ნა­ვე, მახ­რჩობს სიბ­რა­ზის შეგ­რძნე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის სა­ბურ­ველ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლის მი­მართ, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გარ­დაც­ვლი­ლებს პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბას და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბას უხ­სე­ნებს, რო­გო­რი კო­მენ­ტა­რე­ბიც არა­ერ­თი შე­მომ­ხვდა უკვე".

შე­გახ­სე­ნებთ, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში, უმ­ძი­მე­სი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­კე­თე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­წყო. 4 აგ­ვის­ტოს სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ერ­თო ჯარი. 7 აგ­ვის­ტოს დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ნა­პოვ­ნია 19 და­ღუ­პუ­ლის ცხე­და­რი. კვლავ გრძელ­დე­ბა სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია და­კარ­გუ­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად.

7 აგ­ვის­ტო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გლო­ვის დღედ გა­მო­ა­ცხა­და.