"ეს არის ერთი საათის წინ გადაღებული ვიდეო" - რა კადრები ვრცელდება შოვიდან
რაჭაში მოხალისეები მაშველებს ცხელ საჭმელს უმზადებენ. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ეს არის ერთი საათის წინ გადაღებული ვიდეო. ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა და ვერ შევძელი აქამდე ატვირთვა. ვიდეოში ვიძახი, რომ წყლები გვჭირდება, მაგრამ ეგეც მოიტანეს, ყველაფერი არის იმაზე მეტი, ვიდრე ამ ეტაპზე არის საჭირო. გთხოვთ, ნუღარ ააგროვებთ თანხებს და ნუღარ ჩარიცხავთ. თუ გახდა თანხები საჭირო, მე დაგიწერთ ამის შესახებ. ჩემთვის ბევრი უცნობი ადამიანი წერს ანგარიშის ნომრებს, ამ ანგარიშებს ჩვენს ჯგუფთან არ აქვს კავშირი, რა თქმა უნდა, პროდუქტები აქვთ მოხალისეებს და არ ვიძახი, რომ ვინმე ფულს იპარავს." - წერს ქეთი მაცაბერიძე,