"რამდენიმე წუთის წინ გამიკეთეს დნმ-ის ანალიზი..." - სტიქიის ზონაში დაკარგული ნატო ჭელიძის და აცხადებს, რომ მისი დის ამოცნობა გარდაცვლილთა შორის არ მომხდარა
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სტიქიის ზონაში დაკარგული ნატო ჭელიძის ცხედრის ამოცნობის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ambebi.ge-ს ნატო ჭელიძის ოჯახის უახლოესმა ნათესავმა დაუდასტურა.
თუმცა მოგვიანებით ნატო ჭელიძის დამ, ნათია ჭელიძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და გვითხრა, რომ ჯერ არ დადასტურებულა ნატოს იდენტიფიცირების ფაქტი.
"რამდენიმე წუთის წინ გამიკეთეს დნმ-ის ანალიზი. სხვა ინფორმაცია ჩემი დის შესახებ არ მაქვს. ვინც დაგიდასტურათ ნატოს იდენტიფიცირების შესახებ, ის ჩვენი ოჯახის ნათესავია. არ ვიცი, მე სხვა ინფორმცია არ მაქვს." - გვითხრა სტიქიის ზონაში დაკარგული ნატო ჭელიძის დამ.
ნატო ჭელიძესა და მის სამ მცირეწლოვან შვილს: ლუკას, ანდრიას და ანასტასიას, მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათგან მაშველებმა ამ დროისთვის ლუკას ცხედრის პოვნა შეძლეს.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეტ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 19 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.