loader

"კი ბატონო, კომუნისტების დროსაა შოვის კურორტი აშენებული, მაგრამ გეოლოგია და ტექნოლოგიები რომ განვითარდა და მაინც იგივე სისულელეს აკეთებ, სანსეტ შოვის ნაგებობას აშენებ და კოტეჯს კოტეჯზე ამატებ! ეგ როგორია?!" - რას წერს თეა გოდოლაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კი ბატონო, კომუნისტების დროსაა შოვის კურორტი აშენებული, მაგრამ გეოლოგია და ტექნოლოგიები რომ განვითარდა და მაინც იგივე სისულელეს აკეთებ, სანსეტ შოვის ნაგებობას აშენებ და კოტეჯს კოტეჯზე ამატებ! ეგ როგორია?!" - რას წერს თეა გოდოლაძე?

"60 წელიწადი რომ გავიდა! გეოლოგია და ტექნოლოგიები რომ განვითარდა და მაინც იგივე სისულელეს აკეთებ, სანსეტ შოვის ნაგებობას აშენებ და კოტეჯს კოტეჯზე ამატებ! ეგ როგორია?! და კიდევ მრავალსართულიანი შენობის აშენების უფლებას იძლევი," - ამის შესახებ სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ახლა, ცოტა რამ კოტეჯების თემაზე! კი ბატონო, კომუნისტების დროსაა შოვის კურორტი აშენებული. კი ბატონო, არ მოუსმინეს ქართული გეოლოგიის ფუძემდებელს, ალექსანდრე ჯანელიძეს და ონის პალეო “ბახილებიანმა” იმდროინდელმა ჩინოვნიკებმა ჩადგეს კოტეჯები ბუბისა და ჭანჭახის დატბორვის არეალში. 60 წელიწადი რომ გავიდა! გეოლოგია და ტექნოლოგიები რომ განვითარდა და მაინც იგივე სისულელეს აკეთებ, სანსეტ შოვის ნაგებობას აშენებ და კოტეჯს კოტეჯზე ამატებ! ეგ როგორია?! და კიდევ მრავალსართულიანი შენობის აშენების უფლებას იძლევი. კომუნისტი ჩინოვნიკები თუ იყვნენ სულელები, ნეო “ბახილებიანი” ახალი ჩინოვნიკები რა? ! ნაკლებნი არიან?! წყარო: ადგილობრივი მოსახლეობა, გამალებული მშენებლობა მიდიოდა ახალი კოტეჯებისო!განმარტება: პალეო ძველს ნიშნავს, ნეო-ახალს!"