"შემთხვევით არ გარდაცვლილა... სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა, ადამიანების დასახმარებლად" - რას წერენ გიორგი გოგინაშვილის მეგობრები
ერთ-ერთი მოქალაქე გიორგი ოძელაშვილი სოციალურ ქსელში შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული გიორგი გოგინაშვილის შესახებ წერს.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, გიორგი სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა ადამიანების დასახმარებლად.
„მაგასაც ვფიქრობდი და ეგრეც ყოფილა…შემთხვევით არ გარდაცვლილა…მეგობრების გადმოცემით სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა ადამიანების დასახმარებლად…იცნობდეთ გმირს…გიორგი გოგინაშვილი”, – წერს გიორგი ოძელაშვილი.
ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 17 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.