loader

რას ამბობს სამირა ისაევას ძმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს მისი და ცოცხალი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს სამირა ისაევას ძმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს მისი და ცოცხალი იპოვეს

შოვ­ში მომ­ხდა­რი მე­წყრის დროს და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან რუს­თა­ვე­ლე­ბი 60 წლამ­დე მა­რი­ნა ხორ­ბა­ლა­ძე, მისი შვი­ლი 40 წლამ­დე მა­ნა­ნა ჯაჭ­ვა­ძე, შვი­ლიშ­ვი­ლი 4 წლის გი­ორ­გი ხორ­ბა­ლა­ძე და მათი მე­ზო­ბე­ლი 18 წლის სა­მი­რა ისა­ე­ვა.

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მი­რა ისა­ე­ვა თით­ქოს ცო­ცხა­ლი იპო­ვეს და მას­თან სა­უ­ბა­რიც მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა გო­გო­ნას ძმამ ის­კან­დერ ისა­ე­ვამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში არ და­ა­დას­ტუ­რა.

"ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, არ გვი­პო­ვია სა­მი­რა, უბ­რა­ლოდ ლო­კა­ცია გვაქვს მე­ზობ­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან და ეგეც რო­გორც ჩანს ძვე­ლია. სა­მი­რა ჩვენ მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად არის, 4 წლის ბავ­შვი, 60 წლის ქალი და 40 წლის გო­გო­ნა.

ამ ეტაპ­ზე სხვა ინორ­მა­ცია არ მაქვს. ერთი ეგ ვიცი, რომ 25 ივ­ლისს გა­ვიდ­ნენ რუს­თა­ვი­დან, ჩემ დას­თან ბო­ლოს კონ­ტაქ­ტი 2 აგ­ვის­როს მქონ­და, მი­თხრა კო­ტე­ჯი და­ვი­ქი­რა­ვე­თო და იმის მერე არა­ფე­რი ის­მის.“

შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ.