"ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის ვითომ ჩემი განცხადება, რომ უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით - როცა ასეთ ვითარებაში ვიღაცა სპეკულირებას ასე ახერხებს, უბრალოდ, გამაოგნებელია" - ირაკლი კობახიძე
ყველა თვალსაზრისით, აქ საქმე ეხება, როგორც ადამიანურ რესურსს, ჩართულები არიან მაშველები, პოლიციელები და სამხედროები. ამ კუთხით დამატებითი რესურსის საჭიროება არ არის, მაქსიმალური მობილიზაციაა. რაც შეეხება ტექნიკას, აქაც, როგორც ვიცი, სამაშველო სამუშაოები სრულად არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, როდესაც შოვში განვითარებულ სტიქიურ უბედურებაზე ისაუბრა.
ამასთან, კობახიძის თქმით, ყველანაირი თვალსაზრისით, სრულად არის უზრუნველყოფილი სამაშველო სამუშაოები.