"მანქანა იპოვეს და საბუთებიც, დადასტურებულად ჩვენი მეგობრებისაა. კარგი ამბავი ისაა, რომ ავტომობილში არავინ ყოფილა" - შოვში დაკარგული სამი ახალგაზრდის მეგობარი
გოგონა, რომელიც შოვში, დაკარგულ სამ მეგობრებს ეძებს ახალი ინფორმაციას აქვეყნებს:
"მანქანა იპოვეს და საბუთებიც, დადასტურებულად ჩვენი მეგობრებისაა. კარგი ამბავი ისაა, რომ პარკინგზე არის და ისეა გატაცებული მდინარის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ არავინ ყოფილა ავტომობილში. შოვში ვართ, მისასვლელი გზები არაა,ტექნიკა მუშაობს.დანარჩენი სიახლეები არაა," - წერს ქეთი მოლაშვილი.