loader

მოქალაქე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს - "ჩემი შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს - "ჩემი შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა"

ჩემი შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა. იმ კოტეჯებში ცხოვრობდნენ. გარეთ იყვნენ, როცა მთა წამოვიდა. ბავშვი ხელში ეჭირა ჩემს შვილს და რძალი წინიდან აწვებოდა, რომ არ წაქცეულიყვნენ. მერე ვერ მოერივნენ დარტყმას და წააქცია მეწყერმა. ძლივს ეჭირა ცოლ-შვილი, რომ მეწყერს არ წაეღო. მერე ბეჭებზე შეისვა შვილი და ოთხზე ხოხვით გამოიყვანა.

შიგ მეწყერში იდგნენ, ვერსად მივდიოდითო. ტყის შემოვლით რაჭველი ბიჭები მისულან, გაუდიათ ფიცრები და ისე გამოუყვანიათ. ღმერთმა დალოცოს ყველა. ვერტმფრენი ძალიან გვიან მივიდა. დრონით იპოვეს ჩემები და გამოიყვანეს. მეზობლები ხეზე ასულან, ხიანად მოუგლეჯია და წაუღია. ღმერთო, რა გადაიტანეს, ვერც ვხსნი. მადლობა ღმერთს, რომ დაბრუნდნენ. უკვე სახლში არიან. ღმერთო, ყველას დაუბრუნე მისი ოჯახის წევრი მშვიდობით" - წერს მოქალაქე Tea Tea სოციალურ ქსელში.