“ამ დროისთვის, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი“ - შსს მძიმე ფოტოებს აქვეყნებს
“ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამაშველო ღონისძიებებს.
ამ დროისთვის, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი.“ - ფოტოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.