შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "ფორმულას" შსს-ში დაუდასტურეს.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
3 აგვისტოს კურორტ შოვში, მათ შორის, სასტუმრო "სანსეტ შოვთან", მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.