"35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება" - ირაკლი ქარსელაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება როგორც ვერტმფრენის, ისე უშუალოდ, მაშველების ჩართულობით, მისივე ინფორმაციით, დღესვე დაიწყება მეწყრის შედეგად წაღებული ორი ხიდის მონტაჟი.