loader

"ამ დრო­ის­თვის 2 ცხე­და­რია ამოყ­ვა­ნი­ლი, ერთ-ერთი 25 წლამ­დე გო­გო­ნაა" - რას ამბობს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყოფი უწერას მკვიდრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ დრო­ის­თვის 2 ცხე­და­რია ამოყ­ვა­ნი­ლი, ერთ-ერთი 25 წლამ­დე გო­გო­ნაა" - რას ამბობს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყოფი უწერას მკვიდრი

უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა რა­ჭა­ში - ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა სო­ფე­ლი შოვი მი­წას­თან გა­ას­წო­რა. სტი­ქი­ას მოჰ­ყვა მსხვერ­პლი. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნით ჩა­სულ­მა მაშ­ვე­ლებ­მა ორი პი­რის ცხე­და­რი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა რო­გორც ambebi.g-ს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მყოფ­მა უწე­რას მკვიდრმა გა­ნუ­ცხა­და, და­ღუ­პუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთი, სავ­რა­უ­დოდ, 25 წლამ­დე გო­გო­ნაა.

"ამ დრო­ის­თვის 2 ცხე­და­რია ამოყ­ვა­ნი­ლი, ერთი 25 წლამ­დე გო­გო­ნაა, მე­ო­რე არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ჯერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. და­ნარ­ჩე­ნებს ეძე­ბენ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი - ეძე­ბენ და-ძმას, დე­დას, ქმარს... გელა გუ­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "სან­სეტ შო­ვის“ მფლო­ბე­ლია, ორ შვილს, ცო­ლის დას და მის შვი­ლებს ეძებს.... ერთი კაცი ჰყვე­ბო­და, წყალ­მა ხე­ლი­დან გამ­ტა­ცა მე­უღ­ლეო. როცა ღვარ­ცო­ფი წა­მო­ვი­და, ზოგი კო­ტე­ჯში იყო, ზოგი - ტყე­ში, ზო­გიც მან­ქა­ნით და წყალ­მა გა­ი­ტა­ცა. რო­გორც თან­და­თან ირ­კვე­ვა, ბევ­რია და­კარ­გუ­ლი, 70-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს, ისი­ნი შოკ­ში არი­ან," - ამბობს უწე­რე­ლი მა­მა­კა­ცი.

სრულად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/297277-racha/?fbclid=IwAR05Ai1EuYqZR_ppnnnSbTofGeFJvWLbx_2XdgEGWn_1PAEjiV-lwnT0k1A