loader

შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.