"სანსეტ შოვი" წაიღო, ყველა ხიდი, საშინელება ხდება" - რას ამბობენ შოვში მყოფი მოქალაქეები?
რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
რაჭაში მყოფი მოქალაქეეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მეწყერმა სასტუმრო 'სანსეტ შოვი" წაიღო. ასევე - ყველა ხიდი.