loader

რაჭაში ათეულობით ადამიანი მეწყერში მოყვა - არსებული ინფორმაციით, არიან ბავშვებიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაჭაში ათეულობით ადამიანი მეწყერში მოყვა - არსებული ინფორმაციით, არიან ბავშვებიც

რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ადგილზე მყოფებს ესაუბრა, „ფორმულას“ უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება.