loader

ვალერი მელაძე ცოლს შორდება - "ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვალერი მელაძე ცოლს შორდება - "ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან თვლიდა, რომ ეს ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნებოდა"

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე 9-წლი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს, ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას შორ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრო­დი­უ­სერ­მა ლე­ო­ნიდ დი­უ­ნიკ­მა რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მომ­ღე­რალს დიდი ხა­ნია სურ­და ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ჯა­ნა­ბა­ე­ვა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, რად­გან „ვი­აგ­რას“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი ფიქ­რობ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა მის­თვის ფი­ნან­სუ­რად მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა.

დი­უ­ნი­კი ამ­ბობს, რომ ჯა­ნა­ბა­ე­ვა მთლი­ა­ნად მე­ლა­ძე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძის მე­უღ­ლის, ვერა ბრეჟნე­ვას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას სოლო-კა­რი­ე­რა არ აქვს. ამი­ტომ მას არც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გა­აჩ­ნია.

"ვე­რას ჰქონ­და გას­ტრო­ლე­ბი მე­ლა­ძის გა­რე­შეც. და ჯა­ნა­ბა­ე­ვა - ვინ არის ის? მას არ აქვს სოლო-კა­რი­ე­რა და არც კლი­პე­ბი? უბ­რა­ლოდ „ვი­აგ­რას“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტია. და მხო­ლოდ ვა­ლე­რის ხარ­ჯზე ცხოვ­რობს", - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი.

ვა­ლე­რი მე­ლა­ძი­სა და ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას ურ­თი­ერ­თო­ბა თით­ქმის 20 წელს ით­ვლის. 2004 წელს მათ ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე შე­ე­ძი­ნათ, 10 წლის შემ­დეგ კი მე­ო­რე შვი­ლი - ლუკა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­დნენ.

2021 წელს, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, წყვი­ლის ოჯახ­ში კი­დევ ერთი შვი­ლი, გო­გო­ნა აგა­ტა გაჩ­ნდა. ცნო­ბი­ლია, რომ წყვი­ლი მე­სა­მე შვილს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავ­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის ძმა, კომ­პო­ზი­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე, მე­უღ­ლეს, ვერა ბრეჟნე­ვას გა­შორ­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გახ­ლდათ.