"ჩემს ცხოვრებაში პირველად ვთამაშობ ქალობანას... მთელი ცხოვრებაა, მებრძოლი ქალის მდგომარეობაში ვარ, ახლა მინდა, სუსტი ქალი ვიყო და ვარ" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
ამჯერად ნანუკა წონის დაკლების შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს:
"ახლა უკეთესი ვარ, ვიდრე ვიყავი 16, 17 და 18 წლის ასაკში…
ჩემს ცხოვრებაში პირველად ვთამაშობ ქალობანას. ამდენი ხანი სულ რაღაცისთვის ვიბრძოდი, მთელი ცხოვრება მებრძოლი ქალის მდგომარეობაში ვარ და ახლა ვიტყვი – აღარ ვარ ძლიერი ქალი, სუსტი ვარ. დადგა დროც, აღარ მინდა ძლიერება, მინდა, სუსტი ქალი ვიყო და ვარ“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი."