"ამაზე დიდი სიხარული არაფერი ყოფილა" - რას წერს ნინო სამყურაშვილი
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნინო სამყურაშვილი წერს, რომ მისმა ძმისშვილმა, თიკა სამყურაშვილმა, ინგლისურის გამოცდაში 70-დან 70 ქულა აიღო:
„ჩემმა ძმისშვილმა თიკამ ინგლისურში (ეროვნულ გამოცდაზე) 70-დან მაქსიმუმი, ანუ 70 ქულა აიღო. ამაზე დიდი სიხარული არაფერი ყოფილა თურმე. თან მეტირება დილიდან, ამას რომ დედაჩემი, მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ბებია მოსწრებოდა…
ბებიამ, რომელმაც ინგლისურის ანა-ბანა ასწავლა, თან, ძალიან პატარას და თან, ისეთ სიბეჯითეს ითხოვდა ერთი ციცქნა გოგოსგან, რომ სულ შენიშვნას ვაძლევდი - პატარაა და ამდენს ნუ ითხოვ თიკასგან-მეთქი…
სადაც ხარ, დე, ჩვენო თინა მასწავლებელო, იცოდე, რომ შენ გეძღვნება შენი მოსახელე თიკას ეს წარმატება…
პ.ს. ქართულშიც მაღალი შეფასება მიიღო 60-დან 58 ქულა, მაგრამ ინგლისურის შედეგს ოჯახი განსაკუთრებულად ველოდებოდით.
წარმატება თიკას და ყველა აბიტურიენტს…“