loader

ახალი დეტალები 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე - "წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე - "წვიჟბა ავიწროებდა მას, ის გაქცევას აპირებდა"

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 28 წლის ნა­თია ბახ­ტა­ძის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი. ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი არ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ამი­ტო­მაც გო­გო­ნას შე­სა­ხებ რა­ი­მე ცნო­ბე­ბი ჯე­რაც არ ვრცელ­დე­ბა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს ოკუ­პი­რე­ბულ ილო­რის ტყე­ში ნა­თია ბე­რი­ძის ცხე­და­რი იპო­ვეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ტყე­ში ცხე­და­რი ნამ­დვი­ლად ნა­პოვ­ნია, მაგ­რამ ის ბახ­ტა­ძეს არ ეკუთ­ვნის. ამას ადას­ტუ­რებს და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას დედა ია­მზე აგუ­მა­ვა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, დე­პუ­ტა­ტებს და ხალ­ხს სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას...

ნა­პოვ­ნი ცხე­და­რი უკვე გა­დაგ­ზავ­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა მოხ­და და ვის ეკუთ­ვნის... ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი უწყე­ბა ჩარ­თუ­ლია ძი­ე­ბის საქ­მე­ში და იმე­დია, მალე გა­ირ­კვე­ვა, თუ რა მოხ­და, მით უფრო, მას შემ­დეგ, რაც ბახ­ტა­ძის საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია" - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ნა­თია ცო­ცხა­ლია, ხოლო პირი, რო­მელ­მაც ის გა­ი­ტა­ცა, და­კა­ვე­ბუ­ლია... თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ უწყე­ბას აღ­ნიშ­ნულ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

და­კა­ვე­ბუ­ლი აფხა­ზი აი­ნარ წვიჟ­ბაა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას რა­ი­ონ­ში ბიზ­ნე­სი და გავ­ლე­ნე­ბი აქვს. ის ქარ­თველ გო­გო­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბას დიდი ხა­ნია ცდი­ლობს, თუმ­ცა უარს იღებ­და...

"ნა­თია სო­ხუმ­ში სწავ­ლობ­და და რო­გორც ჩანს, წვიჟ­ბა იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ავიწ­რო­ებ­და მას. ის გაქ­ცე­ვას აპი­რებ­და, მაგ­რამ სა­ბუ­თე­ბი ვერ გა­ა­კე­თა. ამი­ტომ ის ვერ­სი­აც ვრცელ­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბით აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და, ეს ამ­ბა­ვი წვიჟ­ბამ გა­ი­გო და გა­ი­ტა­ცა.

იმე­დია, სამ­შვი­დო­ბოს არის, მაგ­რამ ასე რომ იყოს, დე­დას ხომ და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და... თუმ­ცა ქალი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი ცო­ცხა­ლია და ეს უკვე იმე­დის მომ­ცე­მია.

აქ ხომ ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნე­ბით არის. წვიჟ­ბაც გავ­ლე­ნი­ა­ნია და სულ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხოს ან რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ სიმ­ბო­ლუ­რი სას­ჯე­ლი და­ა­კის­რონ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გავ­რცელ­და ტყის ვერ­სია, რა­ტომ მუ­შა­ობ­და მი­ლი­ცია ტყე­ში, სა­დაც სხვა ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს" - ამ­ბო­ბენ აფხა­ზე­ბი. განაგრძეთ კითხვა