loader

“დავფიქრდი, რა ცუდად ვექცევით ჩვენს შვილებს, როგორ ვუკარგავთ იმუნიტეტს, რომ თვითონ შექმნან რამე... მაგრამ რატომ მიკვირს?! 42 წლის კაცს ქართველი დედა და მამა ბავშვად მოიხსენიებს“ - რას წერს გერმანიაში მყოფი ია სუხიტაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დავფიქრდი, რა ცუდად ვექცევით ჩვენს შვილებს, როგორ ვუკარგავთ იმუნიტეტს, რომ თვითონ შექმნან რამე... მაგრამ რატომ მიკვირს?! 42 წლის კაცს ქართველი დედა და მამა ბავშვად მოიხსენიებს“ - რას წერს გერმანიაში მყოფი ია სუხიტაშვილი

მსახიობი ია სუხიტაშვილი გერმანიის ერთ-ერთი ქალაქიდან პოსტს აქვეყნებს:

“გერმანიაში ვარ, კერძოდ, ჰანოვერში. ყველაფერს ვაკვირდები (პროფესიული ჩვევაცააა, არ გაგიკვირდეთ) და ყველაფერს ვეკითხები ჩემს ნათესავს, რაც მაინტერესებს, რადგან ბეეეეევრი წელია აქ ცხოვრობს. განსაკუთრებით ჩავეძიე ბავშვების აღმზრდელობით "შინაგანაწესს"... მოკლედ, ძალიან ხომ გვინდა ეს ევროპელობა, ევრო კავშირი? ხომ ბევრს ვმოგზაურობთ ევროპებში.... ევროპა გავიცანი და მისი კულტურა არაა სურათების გადაღება ლამაზ-ლამაზ შენობებთან, მაღაზიებში "ზმანების " ყიდვა და საჭმელების დაგემოვნება, ყველაზე დიდი კულტურა მათი არის, თუ როგორ ზრდიან შვილებს! რადგან ეს მომავალია ქვეყნის და კიდევ უფრო მძაფრად მივხვდი, რა ცუდად ვექცევით ჩვენ ჩვენს შვილებს... როგორ დიდ დანაშაულს ჩავდივართ მათ აღზრდაში.

არ მინდა დემაგოგია, მაგრამ ავიღოთ თუნდაც "კერძო სკოლის "ცნება ჩვენში. მაგალითად მყისიერი პასუხი -კარგი წრე ხომ მაინც ეყოლება, რახან კერძო სკოლაში დამყავს ბავშვი. კარგ წრეს რას ეძახით? რითი იზომება? მართლა ოღონდ? ფულიანი დედ-მამის შვილებით თუ თვითონ მოწაფეები რამდენი ძლიერი არიან სწავლაში? მე საჯარო სკოლა დავამთავრე, სკოლას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვაცდენდი, როცა გაკვეთილი მზად არ მქონდა, მრცხვენოდა წასვლა, რადგან კლასში ძალიან ძლიერი ბავშვები გვყავდა. საწაული იყო ეს, მოტივაციაც მეტი გვქონდა. დამატებით ვთხოვდი ალგებრის მასწავლებელს, რამე აეხსნა, რომ არ ჩამოვრჩენილიყავი (შეიძლება მათემატიკა არაფერში დამჭირდა, მაგრამ ეს არაა მთავარი). ესაა გამართლება და ესაა წრე, როგორი კლასიც მყავდა მე.

ბავშვები აქ, ჰანოვერში, გადასარევად ერთობიან, გადასარევი პარკები აქვთ, ვერც ერთი ბავშვი ვერ ვნახე პლანშეტით ხელში, ან მობილურით ხელში. ამ თემას აღარ გავაგრძელებ, შემრცხვა და იმიტომ, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რამდენიმე წლის წინ ჩემს უფროს შვილს, როცა 8 წლის იყო, ჩემივე ხელით მივართვი საჩუქრად პლანშეტი. აქ მსგავსს ვერაფერს ნახავთ. ეს ის ქვეყანაა, სადაც ეკოლოგია და ჯანსაღი ცხოვრება, მორალური თუ ჰიგიენური, პირველ ადგილზეა. აქ საავადმყოფოს მფლობელს, ან ვინმე წარმოსადეგს ველისიპედით ან ფეხით მეტროსკენ მიმავალს ნახავთ. აქ არ სხედან დიდ ჯიპეპზე 19 წლის გოგო-ბიჭები (ველისიპედებზე კი). აქ კრედიტით არ გამოაქვთ მშობლებს 25 წლის შვილებისთვის მანქანა, აქ ყველას თავის თავი აბარია 18 წლის მერე.

მე ძალიან დავფიქრდი, რა ცუდად ვექცევით ჩვენს შვილებს, მათ მომავალს, როგორ ვუკარგავთ იმუნიტეტს, რომ თვითონ შექმნან რამე, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები, რა უნდათ და როგორ უნდათ. რატომ ვუგეგმავთ ყველაფერს, რატომ? ბავშვი დაბადებული არაა, რომ პროფესიას ვურჩევთ, მაგრამ რატო მიკვირს, 42 წლის კაცს ქართველი დედა და მამა ბავშვად მოიხსენიებს... მაპატიეთ, ყველა ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე, ეს ისე, უბრალოდ მომინდა და ვიწუწუნე. არც ის დამიწყოთ, გერმანელები ცივი ხალხია და რამე... ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ ყველას, მშვენივრად იციან მეგობრობა გზად და ხიდად და დიდი პასუხისმგებლობაა მათთვის ოჯახის შექმნა, და ასე შემდეგ... კანონს აქ ყველა იცავს, დიდიც და პატარაც!!!!“ - წერს ია სუხიტაშვილი.