“ეს ჰესები მომრავლდა, ჩვენ კიდევ გარეული პირუტყვებივით ვართ!.. ბოლოს ბენზინს გადავისხამთ!“ - პირაქეთა ხევსურეთში უდენოდ დარჩენილმა12 სოფლის მოსახლეობამ მთავარი გზა გადაკეტა!
“დღევანდელი საპროტესტო აქცია პირაქეთა ხევსურეთის 12 უდენოდ დარჩენილი სოფლისთვის ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავარი გზა გადაკეტა! ხევსურები ითხოვენ ელექტროენერგიით მომარაგებას, ვინც მრავალი წელია უდენოდ ცხოვრობს!
მათ სჭირდებათ ელემენტარული პირობები, რომ საკუთარ სოფლებში უკეთ ცხოვრება შეძლონ, მეტი არაფერი!“ - წერს მარგარეტ დაიაური და ვიდეოს ავრცელებს.