loader

რას ჰყვება გოგონა, რომელმაც დასვენება ბათუმში გადაწყვიტა - "ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, შოკში ვიყავი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება გოგონა, რომელმაც დასვენება ბათუმში გადაწყვიტა - "ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, შოკში ვიყავი"

ეკა გიგაურმა საზაფხულო დასვენების გატარება ბათუმში დაგეგმა. ერთ-ერთ საიტზე მისთვის სასურველი ბინა დაჯავშნა და თანხის ნაწილიც წინასწარ ჩარიცხა. ამბობს, რომ ეჭვს არაფერი იწვევდა და არც კი უფიქრია, რომ თაღლითობის მსვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ბათუმში ჩავიდა და 3 ადამიანთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა.

ეკამ და მისმა მეგობრებმა პოლიციას მიმართეს. როგორც გაირკვა, ადამიანმა, რომელმაც სხვა ადამიანების საზაფხულო დასვენება ჩაშალა და დასვენებისთვის განკუთვნილი თანხები მიისაკუთრა, ეკასა და მისი მეგობრების გარდა, კიდევ 10-მდე ადამიანი დააზარალა. მითვისებული თანხის ოდენობა რამდენიმე ათასი ლარია.