უმძიმესი ავარია ქობულეთში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, არიან დაშავებულები
ქობულეთში, სოფელ კოხში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდები სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ და დაბრუნებისას სოფლის გზაზე ავტომობილით ხევში გადაცვივდნენ. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.