loader

საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საპროტესტო აქციის და შეძახილების ფონზე დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საპროტესტო აქციის და შეძახილების ფონზე დატოვა

“გაუდგა რუსული ხომალდი იმ ცნობილ გზას იმედია სამუდამოდ, თუ არადა კიდევ დახვდებიან და გაგზავნიან, სადაც ჯერ არს“ - წერს რაკლი კუპრაძე და ბათუმში გადაღებულ მოკლე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს რომ საკრუიზო ლაინერი პორტს საპროტესტო აქციის ფონზე ტოვებს.

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი ამჯერადაც აქციის ფონზე დატოვა.

ბათუმში პროტესტი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში ჩამოდგა. მომიტინგეები შეძახილებით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილიდან ბათუმის პორტი ამოშლილიყო.

ადგილზე მთელი დროის განმავლობაში, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. პორტის ტერიტორია რკინის ბარიკადებით იყო შემოსაზღვრული. აქციის დროს 23 ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, აქციის ფონზე დატოვა ბათუმში პორტი სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა რამდენიმე დღის წინაც. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე “ასტორია გრანდეს” ვებსაიტზე საკრუიზო გემის დანიშნულების ადგილებიდან ბათუმის პორტი ამოშლილია.

მომიტინგეთა ნაწილი ახლაც ადგილზე რჩება.