loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმის პორტთან, სადაც საპროტესტო აქცია განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმის პორტთან, სადაც საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმის პორტთან, სადაც სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აქცია განახლდა.

საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „საქართველო“.

აქციას შეუერთდნენ უკრაინის მოქალაქეებიც, მათ უკრაინის დროშები გაშალეს.

ბათუმში, პროტესტის მონაწილეებმა გამოფინეს ტრანსპარანტები და მოუწოდებენ ლაინერის მგზავრებს ტერიტორია დატოვონ.

აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ფოტო: ინტერპრესნიუსი