loader

პოლიციამ ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 23 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.