"სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?" - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს "ფარისევლობა" უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხომალდისგან დასაცავი არაფერი აქვს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქციებს მართავენ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში რუს ტურისტებს სიხარულით ეგებებოდნენ.