"თუ რამეს ვაჭარბებდე, ვერ ჩამოვაღწიო თბილისამდე, გული მაქვს გახეთქვაზე" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი
ბათუმში მყოფი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ქალაქში არსებულ ვითარებაზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ „ის, რაც გვიყვარდა ბათუმში, თითქმის აღარაფერი არ დარჩა“.
„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის, ბათუმია დასაბრუნებელი.
დღეს პირველად ჩამოვედი ბათუმში და…
ჩვეულებრივი რუსეთია.
ის, რაც გვიყვარდა ბათუმში, თითქმის აღარაფერი არ დარჩა.
კაფე, ბარი, ქუჩა, სანაპირი, პარკინგი, კაცი ქალი, ხმა, განწყობა, ყველაფერი რუსულია!
თუ რამეს ვაჭარბებდე, ვერ ჩამოვაღწიო თბილისამდე, გული მაქვს გახეთქვაზე.“ – წერს გიორგი სუხიტაშვილი.