loader

გამთენიისას Moscow city კამიკაძე დრონით დაიბომბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამთენიისას Moscow city კამიკაძე დრონით დაიბომბა

მოსკოვზე, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დაიხურა, მოგვიანებით კი გაიხსნა.