"არ იყო ფხიზელი, "პრავაც" არ ჰქონია" - რას ჰყვებიან თვითმხილველები გლდანში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე?
გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია. ამის შესახებ "ტვ პირველი" წერს. ქალს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა და იგი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველები "ტვ პირველს" ეუბნებიან, რომ მძღოლი ნასვამი იყო და არც მართვის უფლება ჰქონდა.