"ახლა ვუყურებ ამას და ვსკდები გულზე, რომ ასეთი რაღაც გვქონდა განზრახვული და ჩაგვეშალა" - რა ვიდეოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი?
"2012 წელს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო კომპანიასთან და ბათუმში ვაშენებდით შავი ზღვის Royal Caribbean-ის ისეთივე ცენტრს, როგორიც არის მაიამიში. ეს ნიშნავდა ბათუმში დამატებით მინიმუმ ნახევარი მილიონი მდიდარი ამერიკელი და ევროპელი ტურისტის შემოყვანას ყოველწლიურად" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.
"ივანიშვილმა ეს პროექტი "არააქტუალურად" გამოაცხადა. ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით," - წერს მიხეილ სააკაშვილი.