"ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ... ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში.
Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა.
ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.
ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!" - წერს სააკაშვილი და ფოტოს აქვეყნებს.