"საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს" - ჩინეთის პრეზიდენტი
საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია - ეს განცხადება დღეს ჩინეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. სი ძინპინმა თქვა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ და ურთიერთობები ახალ დონეზე ინაცვლებს.