"მერამდენედ უნდა დამატოვებინოთ ბავშვი და მომიყვანოთ მთავრობის ადმინისტრაციასთან?" - თამუნა იარაჯული, რომლის 12 წლის შვილსაც იშვიათი გენეტიკური დაავადება დაუდგინდა, მთავრობას მიმართავს
12 წლის გაბრიელს დაუდგინდა იშვიათი გენეტიკური დაავადება - LURIA RODAN SYNDROME და სჭირდება კვლევების გაგრძელება თურქეთში.
გაბრიელის დედა თამუნა იარაჯული მთავრობას თურქეთამდე მგზავრობის დაფინასებას სთხოვს.
"მერიამ უარი მითხრა მგზავრობის დაფინანსებაზე, მკურნალობა კიო. მკურნალობამდე როგორ მივიდეთ, ძალით მაგიჟებთ? საქართველოს მთავრობა, არ დაიღალეთ? მე მრცხვენია უკვე მანდ მოსვლის!" - წერს თამუნა იარაჯული სოციალურ ქსელში.