"რას არ მოიფიქრებენ, ოღონდ იოლი გამოსავალი ნახონ... დააჯარიმეთ!" - რა კადრები ვრცელდება ბათუმიდან
ბათუმში მოქალაქეს სარეცხის მანქანა საწვიმარ მილზე აქვს დაერთებული - ვიდეოს "აჭარა news"-ი აქვეყნებს. კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"ნამუსი სულ დაკარგა ამ ხალხმა...
იქნებ აივანს რეცხავს...
რა ზრდილობაა, სხვამ უნდა უყუროს თავის ნარეცხს?!
დააჯარიმეთ...
რა გინდათ, იქნებ ბანაობს ადამიანი...
რას არ მოიფიქრებენ, ოღონდ იოლი გამოსავალი ნახონ....
თბილისში, ცნობილ ისტორიულ ლაღიძის წყლების ეზოში, რუსთაველზეც ასე აქვს დაერთებული სარეცხის მანქანა და ნარეცხი წყალი იღვრება შუა ეზოში. სრული უპატრონობაა..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ხალხი სულ შეიშალა...