loader

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა - კადრები ადგილიდან

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

ადგილზე შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".

აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.

ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

ვიდეო: გიორგი მიქელაძე