loader

"განმუხურის პლაჟზე ძმისშვილი მყავდა, ახალგაზრდა ბიჭი ბაბუასთან ერთად მოვიდა, სიმღერა ვითხოვეთ "Ах одесса" და უარი გვითხრეს, წითლიძეა აქ და უბედურებას დაგვმართებსო" - რას წერს ანა წითლიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განმუხურის პლაჟზე ძმისშვილი მყავდა, ახალგაზრდა ბიჭი ბაბუასთან ერთად მოვიდა, სიმღერა ვითხოვეთ "Ах одесса" და უარი გვითხრეს, წითლიძეა აქ და უბედურებას დაგვმართებსო" - რას წერს ანა წითლიძე?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ანა წით­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ხა­ლი­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"გან­მუ­ხუ­რის პლაჟ­ზე ძმის­შვი­ლი მყავ­და. თან ანაკ­ლია- გან­ხმუ­ხუ­რის პლა­ჟი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზე­ი­მოდ რომ გახ­სნა და ამ დროს წარ­მო­უდ­გნე­ლად გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის იმე­დად არის დარ­ჩე­ნი­ლი. კარ­გად სამი სა­ა­თის შემ­დეგ, ერთი 81 წლის (რო­გორც მერე თვი­თონ მი­თხრა ასა­კი) ბაბუ და ახალ­გაზ­რდა ბიჭი მო­ვიდ­ნენ, სა­თხო­ვა­რი გვაქვს თქვენ­თა­ნო, თურ­მე რა ხდე­ბა - ეს ბაბუ, რო­მელ­საც 81 წელი შე­უს­რულ­და და წლე­ბია გან­მუ­ხუ­რის პლაჟს კე­თილ­სინ­დი­სე­რად ასუფ­თა­ვებს, გან­მუ­ხუ­რის ერთ-ერთ კა­ფე­ში აღ­ნიშნა­ვს და­ბა­დე­ბის დღეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. სიმ­ღე­რა ვი­თხო­ვე "Ах одесса" და ყვე­ლა ბარ­ში მი­თხრეს, ვერ ჩა­გირ­თავთ რუ­სულს, წით­ლი­ძეა პლაჟ­ზე და უბე­დუ­რე­ბას დაგ­ვმარ­თებ­სო. რუ­სე­ბი არ მიყ­ვარს, უბ­რა­ლოდ ახალ­გაზ­რდო­ბას მა­გო­ნებს და იქ­ნებ გა­მომ­ყვეთ კა­ფე­ში, რომ ჩა­მირ­თო­ნო, თან ოდე­სა­ზეა, მოს­კოვ­ზე ხომ არაო. გავ­ყე­ვი, რა თქმა უნდა.

აქე­და­ნაც ვუ­ლო­ცავ 81 წლის იუ­ბი­ლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ, კი­ნა­ღამ და­ბა­დე­ბის დღე ჩა­ვუშ­ხა­მე, თურ­მე." - წერს ანი წით­ლი­ძე.