loader

"კახა კალაძე, საჯაროდ გიხდი მადლობას... კახამ კიდევ მეორედ დააფინანსა ტაი, ამჯერად კიდევ 20,000 ლარით" - 22 წლის ბიჭის გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კახა კალაძე, საჯაროდ გიხდი მადლობას... კახამ კიდევ მეორედ დააფინანსა ტაი, ამჯერად კიდევ 20,000 ლარით" - 22 წლის ბიჭის გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს

"კახა კალაძე, საჯაროდ გიხდი მადლობას. კახამ კიდევ მეორედ დააფინანსა ტაი, ამჯერად კიდევ 20,000 ლარით. ჯამში თბილისის მერიამ 50,000 ლარი გამოყო ტაის გულის გადანერგვისთვის.შესაგროვებელი დარჩა 50,000 ლარი.დიდი მადლობა თანადგომისთვის!" - ამის შესახებ დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს.

22 წლის ტაი არაბულს, 2 წლის წინ, გულის სარქველის შეცვლა დასჭირდა, რა დროსაც, დაუზიანდა ნერვი.

ამის გამო, დასჭირდა კარდიოსტიმულატორი. განვითარდა ინფექცია, რამაც გამოიწვია მაღალი სიცხეები - 40 გრადუსამდე, რის გამოც, მოხდა სხვა ორგანოების დაზიანება: ფილტვში წყალი ჩადგა, თირკმელიც ვერ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ, გული ისე დაზიანდა სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა.

ამ ეტაპზე, ტაი იმყოფება „ჯერარსის" კლინიკაში, სადაც უტარდება გადაუდებელი მკურნალობა, მაგრამ მისი მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადასაყვანია მინსკში, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები. დონორისა და თანხის მოძიების შემდგომ კი მოხდება გულის გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პირველადი კალკულაციის მიხედვით, ოპერაციისა და მკურნალობისთვის ჯამში საჭიროა - 150 000 დოლარი.

გიზიარებთ ტაის დედის ანგარიშის ნომრებს, რომლებიც კომენტარებშიც დაგხვდებათ.

საქართველოს ბანკი: GE79BG0000000162035754

თიბისი: GE59TB7005545064300061

ლიბერთი ბანკი: GE34LB0711127045477000

პ/ნ 41001001635

საქველმოქმედო ზარის ნომერია: 0901701590. ზარის ღირებულება 1 ლარია.