ნიკა მელიას სკანდალური განცხადება - "მაინცდამაინც გინდათ, რომ ბევრი ვილაპარაკო? პირდაპირ გეუბნებით..."
"შემეძლო პარტია სარეველისაგან გამეთავისუფლებინა, რიგი ადამიანები ჩამომეშორებინა, მაგრამ ერთობა მიმაჩნდა ძალიან ძვირფასად ბიძინა ივანშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ სწორი ერთობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც 24 საათი იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ იშოვონ და მოიპარონ ფული" - ამის შესახებ ნიკა მელიამ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.