"ასეთი ამბავი გავიგე" - რას ამბობს ადგილობრივი ბათუმში ჩავარდნილ სეზონზე?
აჭარაში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა სხვადასხვა სეგმენტში დასაქმებულები "პალიტრავიდეოსთან" საუბარში ჩავარდნილ ტურისტულ სეზონზე საუბრობენ. ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
აჭარის მთავრობამ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად 3 ივნისს საზეიმო ვითარებაში გახსნა, თუმცა ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებში დასაქმებულები ამბობენ, რომ წელს უმუშევარი დარჩნენ, საკუთარ პროდუქციას ვერ ყიდიან; ასევე, ტურისტების ნაკლებობაზეც საუბრობენ "იახტკლუბში" მომუშავეებიც.
რესპონდენტების თქმით, შეზლონგებზე, კვების ობიექტებზე, ბინების ფასებზე, იახტებსა და სხვა სერვისებზე ფასები არ შეცვლილა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნა, სავარაუდოდ, ზღვის წყლის ხარისხზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.
ავტორი: მარიკო კეკელიძე