18 წლის გოგოს შესახებ, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, ახალი ინფორმაცია ვრცელდება
18 წლის მარიამი, რომელიც შობიარობის შემდეგ კომაში იყო, თავს უკეთ გრძნობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამის ოჯახის მეგობარი ბექა არჩვაძე წერს.
"ორი საყვარელი წყვილი, მარიამ, რეზი, გილოცავთ პატარა გოგონას, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ უფალმა. მარიამის მდგომარეობა სტაბილურია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ ადამიანს ასეთი გვერდში დგომისთვის. მართლა ბოლომდე დავრწმუნდი თქვენს ჩვენდამი სიყვარულში. დაიბადა პატარა თაია" - წერს ბექა არჩვაძე.