ბათუმში ზღვაში კაცი დაიხრჩო
ბათუმში ზღვაში კაცი დაიხრჩო. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, შემთხვევა სარფში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ზღვაში შენიშნეს კაცი, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებდა და 112-ში დარეკეს.
40 წლამდე ასაკის კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. ადგილზე მას აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.
წყარო: "აჭარა.News"