ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში - დაშავდა ხუთი ადამიანი
ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.