"თოფი უსვრია, მერე ნაჯახით მოვარდა... თხების გულისთვის მოხდა" - ხონში მეზობელმა მეზობელი მოკლა, რას ამბობენ ადგილობრივები?
ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ჯიხაიშში 43 წლის ნუკრი ჩომახიძემ მეზობელი, 62 წლის ბარნაბი ჩომახიძე ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ მოკლული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. მისმა შვილმა კი თავდაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და კაცს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.