"საზოგადოებამ ერთი დასკვნა ალბათ უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რადგან ისტორიის ამ ეტაპზე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში" - შალვა პაპუაშვილი
ჩვენმა საზოგადოებამ ერთი დასკვნა ალბათ უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რადგან მისი ისტორიის ამ ეტაპზე "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, "ქართულმა ოცნებამ" არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი გაერთიანება იქნება, მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს - "არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ "ქართულ ოცნებასა" და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო არანაირი ღირებულება არ არის".