loader

პოლონეთში სამართალდამცველებმა ორი პირის დაჭრის ბრალდებით საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლონეთში სამართალდამცველებმა ორი პირის დაჭრის ბრალდებით საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში სამართალდამცველებმა ორი პირის დაჭრის ბრალდებით საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს.

პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულმა პოლონეთის ორი მოქალაქე ცივი იარაღით 16 ივლისს დაჭრა და ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მოგვიანებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ჟირარდოვის რაიონულმა სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, დაკავებულს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.